пятница, 8 июня 2018 г.

გაკვეთილის გეგმა და მისი კომპონენტები



სიჭინავა მარინა
საგანი:  მათემატიკა.
სწავლების საფეხური:  დაწყებითი. V კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა: 29                                   
გაკვეთილის თემა:  შერეული რიცხვების გამოკლება.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შესძლოს სათანადო შემთხვევებში პრაქტიკული ამოცანის ამოხსნის პროცესის დაკავშირება შერეული   რიცხვების გამოკლებასთან ; გაიწაფოს რიცხვების გამოკლებაში და შედეგის  გამარტივებისას გამოიყენოს წილადის თვისებები : გაერთმნიშვნელიანება, შეკვეცა .
სტანდარტი -     მათ. V.2. კითხულობს,  გამოსახავს, აფასებს, ადარებს და ალაგებს წილადებს  
·         მოსწავლე კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ/შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს/მთელ და წილად ნაწილებს.
·         ადარებს ორ წილადს მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით
·         წერს შერეულ წილადს “არაწესიერი“ წილადის სახით და პირიქით; ახდენს  (წესიერი)  წილადის ცნების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას და მსჯელობს მათ შორის კავშირზე.                                                                                             
                            მათ.V.3 . ასრულებს  მოქმედებებს  ტოლმნიშვნელიან წილადებზე
·         მოსწავლე მსჯელობს,  თუ როგორ იცვლება წილადი მისი მხოლოდ  მნიშვნელის ან მხოლოდ მრიცხველის ‘“-ჯერ/-ით“ გაზარდით ან შემცირებით;
·      იყენებს მოქმედებათა თვისებებს და მათ შორის კავშირებს შერეულ რიცხვებზე გამოთვლების შესრულებისას/მათ  გასამარტივებლად

წინარე ცოდნა :        ბავშვებმა იციან წილადის არსი ,  განსაზღვრავენ  მრიცხველსა და მნიშვნელს                                                            
·         განასხვავებენ წესიერ და არაწესიერ წილადებს
·         არაწესიერ წილადებს ჩაწერენ შერეული წილადის სახით, გამოყოფენ მთელ და წილად ნაწილს.
·         იცნობენ წილადის ძირითად თვისებას. შეუძლიათ დაასახელონ  წილადის ტოლი წილადები.
·         შეუძლიათ შეადარონ  ნატურალური   რიცხვები.




აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმაF
სასწავლო რესურსები
Dro (წთ)
1

მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეებს   აცნობს გაკვეთილის  თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმს, აკავშირებს  გაკვეთილის მიზანს  თემის გრძელვადიან მიზნებთან,

ვერბალური ახსნა

საერთო საკლასო მუშაობა

ჟურნალი
ფორმატი
ცარცი.დაფა მონიტორი,კომპიუტერი სახელმძღვანელო გ.გოგიშვილი თ.ვეფხვაძე, ი.მებონიVკლასი 

3

2

მოსწავლეთა გამოწვევა-მოლოდინის განსაზღვრა-წინარე ცოდნის გაატიურება-
გამეორება-მასწავლებელი წინარე ცოდნის შემოწმების  მოსწავლეებს აძლევს დიფერენცირებულ დავალებებს და სვამს შეკითხვებს:           1.როგორ რიცხვს ეწოდება შერეული რიცხვი,როგორ ჩავწეროთ არწესიერ წილადად და პირიქით. რა მოქმედება  იგულისხმება შერეულ რიცხვში  მთელსა  და წილად ნაწილს შორის. როგორ შევკრიბოთ შერეული რიცხვი ?
  

კითხვა-პასუხი,
დამატებითი  ბარათები



საერთო საკლასო მუშაობა

კომპიუტერი მონიტორი, ბარათები

7

3

ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება-სიტუაციური ამოცანით ახალი თემის შემოტანა: შერეული რიცხვის გამოკლების  წესის დასადგენად


ვერბალური,
შემოქმედებითი,

საკლასო მუშაობა

თვალსაჩინოები-სქემები მონიტორი

7

4

გამთლიანება-რეფლექსია: 
თემაზე მუშაობა    ხსნილი მასალის განმტკიცების მიზნით მოსწავლეები აკეთებენ დავალებებს სახელმძღვანელოდან  და მცირე ზომის  დამოუკიდებელ სამუშაოს (თვითშეფასებით ,მიწოდებული შეფასების სქემით), გაკვეთილის შეჯამება


ვერბალური წერითი. ზეპირი პრეზენტაცია

ინდივიდუალური.საკლასო,
წყვილები

მარკერი ფლიფჩარტი,დაფა   მონიტორი

20


5

მოსწავლეთა  შეფასება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემის მიხედვით.1,№2

განმავითარე ბელი და გამსაზღვრე ლი

საერთო საკლასო

შეფასების რუბრიკა

3
6
საშინაო დავალების მიცემა
პარაგრაფი 11გვ.10  სავარჯიშო 14-დან 25-ის ჩათვლით

სლაიდზე გამოტანით

საერთო საკლასო

კომპიუტერი პროექტორი

2


7
მოსწავლეთა თვითშეფასება
მოსწავლეები წინასწარ დარიგებულ ბიულეტენებზე-
'' განწყობის ხეზედააწებებენ სტიკერებს  შესაბამის მდებარეობაზე და გასვლისას მოათავსებენ  შემოხაზულ ბიულეტენებს   კონვერტში, რომელიც იდება საკლასო ოთახის გასასვლელ კარებთან.
1.მე კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით გაკვეთილზე.
2.გაკვეთილზე უკეთ უნდა მემუშავა
3.გაკვეთილზე კარგად არ ვიმუშავე .

განწყობისა და თვიშეფასების  ამაღლება




საერთო საკლასო

ბარათები მონიტორი

3





































      

                             გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:    
                                                                შედეგი თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე :

·         ახდენს ერთნაირიმნიშვნელის მქონე მარტივ წილადებზე არითმეტიკული მოქმედებების დემონსტრირებას და მოქმედებათა შედეგის ინტერპრეტაციას მოდელის საშუალებით.
·         მსჯელობს თუ როგორ იცვლება  წილადი მისი მხოლოდ მნიშვნელის ან მხოლოდ მრიცხველის ''-ჯერ/-ით'' გაზრდით ან შემცირებით,ასაბუთებს პასუხით.
·         იყენებს მოქმედებათა თვისებებს და მათ შორის კავ შირებს შერეულ რიცხვებზე გამოთვლების შესრულებისას/მათ გასამარტივებლად (შერეული რიცხვების შეკრება/გამოკლება;წილადის ნატურალურ რიცხვზე გამრავლება).


                                     შეფასების სქემა
კრიტერიუმები
1-3
4-5-6
7-8
9-10







მოსწავლის ჩართულობა საკლასო აქტივობებში მსჯელობისა და დასკვნების უნარების გამოყენება პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას.
 ვერ აქტიურობს, ვერ მსჯელობს
ნაკლებად აქტიურია
 აქტიურია, მსჯელობისას უშვებს შეცდომებს
აქტიურად ჩართულია, სწორად მსჯელობს

 წილადის ტოლი წილადის ჩაწერა,გამარტივება
ასახელებს წილადებს მაგრამ ვერ ჩაწერს
შეუძლია  წილადის ტოლი წილადის ჩაწერა,გამარტივება იშვიათად უშვებს შეცდომებს
უშეცდომოდ შეუძლია წილადის ტოლი წილადის ჩაწერა, გამარტივება
ადგენს კავშირებს და შუძლია წილადის ნებისმიერი ფორმით ჩაწერა და გატოლება

შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა და არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა
უჭირს შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა და არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა
შეუძლია შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა და არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის  გამოყოფა,ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
უშეცდომოდ შეუძლია უჭირს შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა და არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა
დამოუკიდებლად შეუძლია უჭირს შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა და არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა დასაჭიროების ფორმებს თვითონ ანალიზებს.

  განმავითარებელი შეფასებისათვის
კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
კარგი
მაღალი
 წილადის ტოლი წილადის ჩაწერა,გამარტივება
ასახელებს წილადებს მაგრამ ვერ ჩაწერს
შეუძლია  წილადის ტოლი წილადის ჩაწერა,გამარტივება იშვიათად უშვებს შეცდომებს
უშეცდომოდ შეუძლია წილადის ტოლი წილადის ჩაწერა, გამარტივება
ადგენს კავშირებს და შუძლია წილადის ნებისმიერი ფორმით ჩაწერა და გატოლება
შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა და არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა
უჭირს შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა და არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა
შეუძლია შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა და არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის  გამოყოფა,ზოგჯერ უშვებს შეცდომებს
უშეცდომოდ შეუძლია უჭირს შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა და არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა
დამოუკიდებლად შეუძლია უჭირს შერეული რიცხვის არაწესიერი წილადის სახით ჩაწერა და არაწესიერი წილადიდან მთელი ნაწილის გამოყოფა დასაჭიროების ფორმებს თვითონ ანალიზებს.

                                     

 წარმატების  თვითშეფასება შეფასება




სახელი, გვარი

გაკვეთილის თემა


მე კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით გაკვეთილზე.

გაკვეთილზე კარგად არ ვიმუშავე
                                                      რა ვერ გავიგე